
გარანტია
„სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიის წარდგენა. სავალდებულო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმპორტის გადასახდელის შესაბამისად, რომელიც გადაიხდევინებოდა დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის შემთხვევაში.
Steel International Trading Company LLC – როგორც ავტორიზაციის მფლობელი ახდენს ყოველი გადაზიდვის საგარანტიო თანხით უზრუნველყოფას. გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრაცია და აღრიცხვა ხორციელდება „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით.
NCTS-ში ტრანზიტის დეკლარაციის შევსებ
Steel International Trading Company LLC –ს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია, როგორც ტრანზიტის პროცედურის მფლობელს და მიერთებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან. დაშვებულია NCTS-ის სისტემაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროცედურების დისტანციური მართვა – მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილიდან მართონ საბაჟო პროცედურები.
- მონაცემთა უსაფრთხოება – სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცულობას და კონფიდენციალურობას.
- პროცედურების ოპტიმიზაცია – დეკლარირების ყველა ეტაპი სრულად ავტომატიზებულია.
- სწრაფი დამუშავება – საბაჟო პროცედურები ხდება ოპერატიულად.
- მომხმარებლის მხარდაჭერა – ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის, დაგეხმაროთ საბაჟო პროცედურების მართვაში.
ჩვენ გთავაზობთ
Steel International Trading Company LLC გთავაზობთ ერთი გარანტიის ფარგლებში ტვირთის დეკლარირებას და საერთაშორისო გადაზიდვის შესაძლებლობას (T1-ით უზრუნველყოფას) CTC წევრ ქვეყნებში:
- ევროკავშირის ქვეყნები (ბელგიის სამეფო, ბულგარეთის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანიის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა, ირლანდია, საბერძნეთის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, კვიპროსის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, უნგრეთი, მალტის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენიის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო);
- ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association/EFTA) წევრი ქვეყნები (ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია);
- სერბეთის რესპუბლიკა;
- ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფო;
- თურქეთის რესპუბლიკა;
- უკრაინა;